განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ქვედანაყოფების მიხედვით. (გთხოვთ მიუთითოთ, აღნიშნული დაზიანების შედეგად რამდენმა მათგანმა ვეღარ შეძლო სამხედრო სამსახურის გაგრძელება);
2
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული და დაჭრილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის 2016-2019 წლებში (ცალ-ცალკე) გაწეული ფინანსური, მატერიალური და სხვა დახმარებების შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი