განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეებზე, აგრეთვე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ განცხადებებს განხილვაზე, აგრეთვე მათ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება და ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს.
2
ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცრებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის სფეროში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყების დასახელება სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საგამოძიებო საქმეებთან დაკავშირებით;
3
სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე საგამოძიებო საქმეებზე ჩატარებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე ზედამხედველობის/კონტროლის განმახორციელებელი უწყების დასახელება და ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს ზედამხედველობის/კონტროლის განხორციელებას უფლებამოსილი უწყების მიერ.
4
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლზე პასუხისმგებელი უწყების დასახელება და ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც არეგულირებს ზედამხედველობის/კონტროლის განხორციელებას უფლებამოსილი უწყების მიერ;
5
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ევროკავშირისა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შემუშავებული გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო;
6
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ევროკავშირისა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით 2019 წელს მომზადებული საგამოძიებო მიმართულების 2020-2021 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი