განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებზე, სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური და საბოლოო აქტების ასლები;
2
2020 წლის პირველი იანვრის შემდგომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 247, 248 და 2481 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური და საბოლოო აქტების ასლები;
3
ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილებების ასლები რომლებზეც დავა შეეხებოდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების დარღვევას [თუ ეს საქმეები არ თავსდება ამ წერილის პირველ და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებში].
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი