განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სამართლებრივი აქტ(ებ)ი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებაში მონაწილეობის ფარგლებს;
2
სამართლებრივი აქტები, მათ შორის, შიდა სამართლებრივი აქტები (არსებობის შემთხვევაში), რომლითაც რეგულირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კურატორი მოადგილის შერჩევა, დანიშვნა და უფლებამოსილების ფარგლები;
3
საგამოძიებო სამსახურის შიდა სტრუქტურის დეტალური აღწერა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დეპარტამენტების, სამმართველოების, გენ. ინსპექციისა, საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიული დაფარვის შესახებ, ასევე ხსენებული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (არსებობის შემთხვევაში);
4
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საშტატო ნუსხა;
5
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე და წინა წლის ბიუჯეტი;
6
ინფორმაცია ტექნიკური აღჭურვილობის, ინვენტარის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი