განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა ;
3
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) სარეკლამო მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, მათ შორის Facebook-ის სარეკლამო ხარჯი განცალკევებით;
6
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
7
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
8
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
9
2019-2020 წლებში ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ანგარიშები;
10
კორონავირუსის პანდემიის პირობებში თქვენი უწყების 2020 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალი (როგორც შემოსავლების ასევე ხარჯვითი ნაწილის თითოეული კომპონენტის მიხედვით);
11
2020 წელს გადაუდებელი აუცილებლობით ან ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარებისთვის განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების ფარგლებში, თქვენი უწყების ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან ბაზრის კვლევის მიზნით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები;
12
დღეის მდგომარეობით ბალანსზე რიცხული ავტომობილების ჩამონათვალი; (ავტომობილის მოდელის, ავტომობილის გამოშვების წელის, შესყიდვის თარიღის, შესყიდვის ფასის და ნარჩენი ღირებულების მითითებით. ასევე საჯარო მოხელის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული აქვს მფლობელობაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება);
13
დღეის მდგომარეობით მოქმედი საწვავის მოხმარებაზე ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები;
14
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
15
2020 წელს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
16
2020 წელს თქვენი უწყების გათვლებით, შრომის ანაზღაურების ფონდიდან ფულადი ჯილდოსთვის და სახელფასო დანამატებისათვის (ცალ-ცალკე) განსაზღვრული თანხები და დღეის მდგომარეობით მათი ათვისების მაჩვენებლები;
17
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების N1 დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის ასლი. აგრეთვე სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული ყველა სხვა აქტის/დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულ იქნა covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესის მართვასთან დაკავშირებით;
18
2020 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის პირველ სექტემბრამდე (საანგარიშო) პერიოდში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანილ დასაქმებულთა რაოდენობა. თუ ეს მონაცემები საანგარიშო პერიოდში განიცდიდა ცვლილებებს, გთხოვთ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდოთ შესაბამისი პერიოდ(ებ)ის მითითებით;
19
თანამშრომელთა მიერ, სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევების რაოდენობა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი