განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ საქმეებზე ოჯახური ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობის ტიპის და დამდგარი შედეგის (სასჯელის სახე და ზომა) მიხედვით 2018-2019 წლებში დასრულებულ საქმეებზე ჩაშლილად თუ ზემოაღნიშნული კატეგორიებით მონაცემების აღრიცხვა არ ხდება, მოგვაწოდეთ ინფორმაცია იმ კატეგორიების მიხედვით, რომლითაც აწარმოებთ სტატისტიკას.
2
რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ ოჯახში ძალადობის საქმეებზე რამდენი მათგანი განხორციელდა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
3
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებულ შემაკავებელ ორდერთა რაოადენობა, მათ შორის, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს უარი ეთქვა და რამდენი გასაჩივრთა სააპელაციო წესით, გასაჩივრებულთა შორის რამდენი გაუქმდა 2018-2019 წლებში ჩაშლილად. არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მონაცემები მსხვერპლისა და მოძალადის სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობის ტიპის მიხედვით.
4
რუსთავის საქალაქო სასამართლოში დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მომართვის რაოდენობა, მათ შორის, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენს უარი ეთქვა და რამდენი გასაჩივრთა სააპელაციო წესით და გაუქმდა 2018-2019 წლებში ჩაშლილად. არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მონაცემები მსხვერპლისა და მოძალადის სქესის, მსხვერპლისა და მოძალადის ასაკის, ძალადობის სახის, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის ურთიერთობის ტიპის მიხედვით.
5
რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამოცემულ დამცავ ორდერთა რაოდენობა, რომელიც ითვალისწინებდა მოძალადის არასრულწლოვანისგან განცალკევების საკითხს, 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
6
მონაცემები სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით: რამდენი საქმე გადაეცა მედიაციას, რამდენი დასრულდა მორიგებით და რამდენმა მიმართა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით) 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
7
დეტალური სტატისტიკური მონაცემები ფარული საგამოძიებო მოქმედების თითოეულ სახესთან დაკავშირებით ცალ-ცალკე (კერძოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის რაოდენობა შედეგის მითითებით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა საშუალო ხანგრძლივობა), ასევე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, საგამოძიებო მოქმედების კანონიერებად ცნობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
8
2018-2019 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულებულ საქმეთა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს საქმისწარმოების ხანგრძლივობას დროის/პერიოდების მიხედვით. (მაგალითად, საქმეთა რაოდენობა, რომელთა განხილვას დასჭირდა 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ერთი წელი, სამი წელი ან სამ წელზე მეტი დრო სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან მიმართებით ცალ-ცალკე. ასევე, საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დროიდან გ
9
ადმინისტრაციული წესით განსახილველი შრომითი დავების ფარგლებში საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სტატისტიკური მონაცემები 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
10
იმ არასრულწლოვან პირთა რაოდენობა, რომელთაც დაეკისრათ პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 2018-2019 წლებში ჩაშლილად.
11
სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების შესახებ, რომელიც იწარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-მუხლის შესაბამისად, კერძოდ, 2018-2019 წლებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში შემოსულ და დასრულებულ საქმეთა რაოდენობა საქმეებზე დამდგარი შედეგის მითითებით, მათ შორის, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ და გაუქმებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა. გთხოვთ, მიუთითოთ ასევე დისკრიმინაციის ნიშანი.
12
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებასთან დაკავშირებული დავების შესახებ სტატისტიკა მოპასუხე მხარის მიხედვით (მაგალითად, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ფიზიკური პირი და აშ) 2018-2019 წლებში ჩაშლილად. (შემოსულ საქმეთა რაოდენობა დამდგარი შედეგის მითითებით(დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა, გასაჩივრდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოში)).
13
სტატისტიკა სქესისა და ასაკის მიხედვით იმ პირების შესახებ, ვისაც დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე.
14
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ჩხრეკის/ამოღების/საცხოვრებელი ბინის ან მფლობელობის დათვალიერების შესახებ შუამდგომლობების განხილვაზე სტატისტიკური მონაცემები, 2018-2019 წლებში შემოსული, დაკმაყოფილებული, დაკანონებაზე შემოსული/დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, ჩაშლილად.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი