განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სამართლებრივი აქტები, მათ შორის, შიდა სამართლებრივი აქტები (არსებობის შემთხვევაში), რომლებიც შეეხება სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებას და რის მიხედვითაც წყდება სტატისტიკის გამოქვეყნების საკითხი. გთხოვთ, მიუთითოთ კონკრეტული ნორმა, მუხლი, წესი, რეკომენდაცია.
2
თუ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ ეყრდნობით სამართლებრივ აქტებს, გთხოვთ, მიუთითოთ, ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ტიპის სტატისტიკური მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერდზე.
3
არსებობს თუ არა სახელმძღვანელო ე.წ. გაიდლაინები მართლმსაჯულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შესახებ? უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხომ არ აპირებთ ამგვარი სახელმძღვანელოს შემუშავებას, რომელიც განმარტავს გამოყენებულ ტერმინებს, დეტალურად აუხსნის დაინტერესებულ პირს, როგორ მუშავდება სტატისტიკური მონაცემები ან/და როგორ ხდება კატეგორიებად დაყოფა, რათა გაიოლდეს ინფორმაციის წაკითხვა? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ სახელმძღვანელო.
4
სტატისტიკურ მონაცემებში, რომლებიც დავათა სახეების მიხედვით აღირიცხება, ხშირად მოცემულია კატეგორია „სხვა საქმეები“ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით. რა ტიპის საქმეები მიეკუთვნება „სხვა საქმეების“ კატეგორიას?
5
აახლებთ თუ არა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებში დავათა კატეგორიებს საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად? (მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობას დაემატა დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი კატეგორია). ბოლოს როდის განახლდა დავათა კატეგორიები?
6
ტარდება თუ არა ტრენინგები სასამართლო სტატისტიკასთან დაკავშირებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ ბოლოს ჩატარებული რამდენიმე ტრენინგი რას შეეხებოდა და მისი ჩატარების თარიღი.
7
თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე 2015-2020 წლებში, იმ საქმეთა რაოდენობა, რომელიც მორიგებით დასრულდა (წლების მიხედვით, ჩაშლილად).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი