განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სტატისტიკური მონაცემები, სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ (მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა) იმ საქმეთა ხანგრძლივობაზე, რომელიც დასრულდა 2018, 2019 წლებში და 2020 წლის პირველ ნახევარში. (მაგალითად, საქმეები, დასრულდა 6 თვეში, 1 წელში, 3 წელში და ა.შ.) გთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდეთ ჩაშლილად, დანაშაულის ან დავათა კატეგორიის მიხედვით (მაგალითად, მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ., სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით, საოჯახო, სანივთო, სამემკვიდრეო და ა.შ., სამოქალაქო საქმეებთან მიმართებ
2
სტატისტიკური მონაცემები საქმეთა განხილვის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დროიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე იმ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დასრულდა 2018, 2019 წლებში და 2020 წლის პირველ ნახევარში.
3
სტატისტიკური მონაცემები პროცესის თითოეული სტადიის/სამართალწარმოების თითოეული ეტაპის საშუალო ხანგრძლივობის თაობაზე იმ სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომლებიც დასრულდა 2018, 2019 წლებში და 2020 წლის პირველ ნახევარში. (მაგალითად, მოსამზადებელი ეტაპის საშუალო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი ეტაპიდან საქმის არსებით განხილვამდე, არსებითი განხილვიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაწყვეტილების მიღებიდან გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემამდე).
4
სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლეების რაოდენობა 2018-2020 წლებში და თითოეულ მოსამართლეზე საქმეთა საშუალო რაოდენობა (ჩაშლილად, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მოსამართლეებზე წლების მიხედვით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი