განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
დღეის მდგომარეობით სამედიცინო (ჯანმრთელობის) სადაზღვევო პოლისების რაოდენობა (კორპორატიული, საცალო, სახელმწიფო ცალ-ცალკე), რომლითაც გათვალისწინებულია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. მათ შორის, გთხოვთ განცალკევებით მოგვაწოდოთ ისეთი პოლისების შესახებ ინფორმაცია რომლითაც გათვალისწინებულია მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების დაზღვევა;
2
2015-2020 წლებში (ცალ-ცალკე) სადაზღვეო კომპანიებისათვის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის (ქირურგიული და არაქირურგიული მკურნალობა ცალ-ცალკე) მოთხოვნილი და მათ მიერ ანაზღაურებული თანხების ოდენობა (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ცალ-ცალკე);
3
2015-2020 წლებში (ცალ-ცალკე) სადაზღვეო კომპანიების მიერ მხოლოდ ონკოლოგიური დაავადების შესახებ სადაზღვევო პოლისების ფარგლებში გამომუშავებული პრემია და ანაზღაურებული თანხა;
4
სადაზღვევო კომპანიების მიერ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის (ონკოქირურგია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტები ცალ-ცალკე) დადგენილი ლიმიტების ჩამონათვალი(ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ცალკე); იმ შემთხვევაში თუ არ ფლობთ ინფორმაციას ცალკეული სადაზღვევო კომპანიების მიხედვით, გთხოვთ მოგვაწოდოთ საშუალოდ ლიმიტების შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მკურნალობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი