განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით იმპორტიორ კომპანიებთან გაფორმებული შეთანხმების პირობები;
2
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ამოქმედებული პროგრამის „იაფი დიზელი ფერმერებს“ ფარგლებში საშეღავათო ფასით გაცემული დიზელის საწვავის ოდენობა და პროგრამის განმახორციელებელ საწვავის მომწოდებელ კომპანიასთან შეთანხმებული ფასდაკლების ოდენობის განსაზღვრის პირობები
3
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციართა და გაცემული თანადაფინანსების ოდენობა, მისი მიზნობრიობის (ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა და სხვა;) მიხედვით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი