განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით იმპორტიორ კომპანიებთან გაფორმებული შეთანხმების პირობები;
2
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საგადასახადო შეღავათებით მოსარგებლე კომპანიების და საშეღავათო თანხის რაოდენობა, გადასახადების სახეების, ბიზნესის სფეროს და თვეების მიხედვით;
3
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საბანკო სესხების სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯები, თვეების, ბენეფიციარის სახეების და თითოეული საბანკო დაწესებულების მიხედვით;
4
პანდემიის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მიერ ქვეყნის ეკონომიკისთვის გამოყოფილი თანხების (სესხი, გრანტი) ჩამონათვალი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ცალ-ცალკე, დაფინანსების მიმღების და მიზნობრიობის მითითებით;
5
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის მშენებარე ბინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი; მომწოდებელი დეველოპერული კომპანიის, ადგილმდებარეობის და კვადრატულის ფასის მითითებით.
6
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა და თანხის საერთო ოდენობა რომელიც დაასუბსიდირა სახელმწიფომ, კომერციული ბანკების მიხედვით;
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი