განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
იმ პირთა რაოდენობა რომელთაც კარანტინში ყოფნის პერიოდში დაუდგინდათ კორონავირუსი (covid 19), მათი კარანტინში მოხვედრის მიზეზების (საზღვრის კვეთა, ინფიცირებულთან კონტაქტი და ა.შ.) და ვირუსის დადგენამდე კარანტინში საშუალოდ გატარებული დღეების რაოდენობის მითითებით. მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი;
2
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შესყიდული კორონავირუსის სწრაფი ტესტების რაოდენობა და გაწეული ხარჯების ოდენობა, მომწოდებელი კომპანიების და შესყიდვის თარიღების მითითებით;
3
საკარანტინე სივრცეებში მოქალაქეთა განთავსებისთვის გაწეული ხარჯების ჩამონათვალი თვეების მიხედვით და ერთი მოქალაქისთვის გათვალისწინებული დღიური ფასის მითითებით;
4
მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც შევსებული ქონდა განაცხადი სამსახურის დაკარგვის ან უხელფასო შვებულებაში გაშვების გამო თვეში 200 ლარიანი დახმარების მიღების თხოვნით. მათ შორის რამდენს არ დაუკმაყოფილდა განაცხადი უარის თქმის მიზეზების მიხედვით;
5
იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რომლებსაც შევსებული ქონდა განაცხადი 300 ლარიანი დახმარების მიღების თხოვნით. თვითდასაქმებულთა ტიპების, საქმიანობის სახეების და მათ დაფინასებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით;
6
კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მომზადების, აღჭურვილობის მომარაგების და მედპერსონალის გადამზადებასთან დაკავშირებთ განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, თითოეულზე გაწეული ხარჯის და თარიღის მითითებით;
7
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის მშენებარე ბინების შესყიდვაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი; მომწოდებელი დეველოპერული კომპანიის, ადგილმდებარეობის და კვადრატულის ფასის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი