განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
იმ პირთა რაოდენობა რომელთაც კარანტინში ყოფნის პერიოდში დაუდგინდათ კორონავირუსი (covid 19), მათი კარანტინში მოხვედრის მიზეზების (საზღვრის კვეთა, ინფიცირებულთან კონტაქტი და ა.შ.) და ვირუსის დადგენამდე კარანტინში საშუალოდ გატარებული დღეების რაოდენობის მითითებით. მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი;
2
პანდემიის დაწყებიდან დღემდე შესყიდული კორონავირუსის სწრაფი ტესტების რაოდენობა და გაწეული ხარჯების ოდენობა, მომწოდებელი კომპანიების და შესყიდვის თარიღების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი