განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შექმნილი, დამუშავებული, აგრეთვე მის სარგებლობაში მყოფი ინფორმაციული სისტემების / პროგრამული საშუალებების / ხელოვნური ინტელექტის სისტემა (გადაწყვეტილების მიღების პროცესში მართვის ავტომატურ საშუალებებში გამოყენებული ალგორითმები) სია, რომლებიც გამოიყენება ბიზნესპროცესის ოპტიმიზაციისთვის და რომლის ერთი ან რამდენიმე მოდული იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ალგორითმებს.
2
ინფორმაციული სისტემების / პროგრამული უზრუნველყოფის / ხელოვნური ინტელექტის სისტემის დასახელება, დანიშნულება რომელი ორგანოს/პირის მიერაა შექმნილი და რომელი ორგანო/პირი იყენებს მას;
3
შესაბამისი ალგორითმის/პროგრამული მოდულის აღწერილობა. ანუ რომელ პარამეტრებს დაყრდნობით, რა ტიპის შედეგს აყენებს შესაბამისი ალგორითმი და როგორ იყენებს დაწესებულება (მომხმარებელი) ალგორითმის მიერ დაყენებულ შედეგს გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
4
მომხმარებლის სახელმძღვანელო, აგრეთვე ტექნიკური სახელმძღვანელო (ბიზნესპროცესების აღმწერი დოკუმენტაცია) სრულად ან ის ნაწილი, რომელიც განხილული პროგრამული მოდულის გამოყენებას და მისი პროგრამულ/ტექნიკურ აგებულებას შეეხება;
5
ინფორმაციული სისტემების / პროგრამული უზრუნველყოფის/ ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
6
ინფორმაციული სისტემების/პროგრამული საშუალებების / ხელოვნური ინტელექტის სისტემის ფუნქციონირების პროცესში ეთიკისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვის წესები / ინსტრუქცია;
7
ინფორმაციული სისტემების / პროგრამული საშუალებების / ხელოვნური ინტელექტის სისტემის ფუნქციონირების შესახებ ჩატარებული აუდიტის ანგარიში და დასკვნა.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი