განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საკრებულოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საკრებულოს მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
7
2019 წელს და 2020 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საკრებულოს თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
8
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
9
2020 წელს საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
10
2020 წელს საკრებულოს აპარატში მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
11
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) საკრებულოში შემოსული მამხილებელი განაცხადების სტატისტიკური მონაცემები, აღწერილ დარღვევათა ტიპების, მხილების ადრესატთა რანგის და სქესის, მამხილებლის სქესის, ასევე მამხილებელი განაცხადის მიღების საშუალების (www.mkhileba.gov.ge, საჯარო დაწესებულების ელ-ფოსტა, წერილი მატერიალური სახით და სხვა) მითითებით;
12
2017-2020 წლებში (ცალ-ცალკე) შემოსული მამხილებელ განაცხადებზე თქვენი უწყების რეაგირების მაჩვენებელი, განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი და დამდგარი შედეგების შესახებ ინფორმაცია. ასევე, იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც დატოვებულია რეაგირების გარეშე;
13
მხილების განაცხადების აღრიცხვა/დამუშავებასთან დაკავშირებით თქვენი უწყების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტის ასლი;
14
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანების N1 დანართით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმის ასლი. აგრეთვე სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული ყველა სხვა აქტის/დოკუმენტის ასლი, რომელიც მიღებულ იქნა covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესის მართვასთან დაკავშირებით;
15
2020 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის პირველ სექტემბრამდე (საანგარიშო) პერიოდში საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და covid-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანილ დასაქმებულთა რაოდენობა. თუ ეს მონაცემები საანგარიშო პერიოდში განიცდიდა ცვლილებებს, გთხოვთ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდოთ შესაბამისი პერიოდ(ებ)ის მითითებით;
16
საკრებულოს თანამშრომელთა მიერ, სამუშაო ადგილზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევების რაოდენობა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია;
17
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის 24-ე პუნქტის (მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი) შესაბამისად საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ასლი;
18
2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე საკრებულოში დარეგისტრირებული პეტიციების ჩამონათვალი, მისი ინიციატორის (სუბიექტის კატეგორია), ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის 12-ე პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების, მერის მიერ პეტიციის განხილვის შედეგის (მერისთვის განსახილველად გადაგზავნის შემთხვევაში) და პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მითითებით;
19
2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე დარეგისტრირებული პეტიციების მიზანშეწონილობის განსაზღვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ოქმი, დასკვნა, მერის ანგარიში და სხვ.) ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი