განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-51 მუხლის საფუძველზე მიღებული მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილებების რაოდენობა (ჩაშლილი წლების მიხედვით);
2
იმ მიწის ნაკვეთების ღირებულება და საკადასტრო კოდები, რომლებზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შედეგად მოიპოვა საკუთრების უფლება 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე;
3
იმ მიწის ნაკვეთების ღირებულება და საკადასტრო კოდები, რომლებიც მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შედეგად გადაეცათ მესაკუთრეებს 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე (თითოეულ შემთხვევაში გადაცემული ქონების საკადასტრო კოდებისა და იმ მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების მითითებით, რომელთა მონაცვლეობაც განხორციელდა);
4
2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ფულადი კომპენსაციის გაცემის ან/და სხვა ქონების გადაცემის გზით განხორციელებული მიწის ნაკვეთები მონაცვლეობის შემთხვევები (მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების, ფულადი კომპენსაციის ან/და სხვა გადაცემული ქონების ღირებულებების მითითებით). შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმაციას არ ამუშავებს წინამდებარე განცხადებაში მოთხოვნილი ფორმით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ სახით, რაც ხელმისაწვდომია (მაგ. მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის შესახებ მიღებული ყვ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი