განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება, სადაც ერთი მხარე იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ( 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებამდე, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და 2019 წლის 10 მაისამდე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი), ხოლო მეორე მხარე - საჯარო დაწესებულება, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი