განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2019-2020 წლებში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოს (პრემიის) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2019-2020 წლებში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;
3
2019-2020 წლებში საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
4
2019-2020 წლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
5
2019-2020 წლებში სტუმრების გამასპინძლებასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
6
2019-2020 წლებში თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების (სასტუმრო, მგზავრობა, დღიური და სხვა) შესახებ ჩაშლილი ინფორმაცია (ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით), მივლინების თარიღის, მივლინების მიზნისა და ქვეყნის მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი