განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოში დღემდე, კორონავირუსით (covid 19) ინფიცირებულთა (პერსონალური მონაცემების გარეშე) მონაცემთა ბაზა, თითოეულის დაინფიცირების (დადასტურების) თარიღის, დაინფიცირების წყაროს (ე.წ. კლასტერი), დაინფიცირების ადგილმდებარეობის (ქალაქი, სოფელი), დაინფიცირებულის გამოვლენილი კონტაქტების რაოდენობის და დაინფიცირებულის გამოჯანმრთელების/გარდაცვალების თარიღის მითითებით;
2
საქართველოში დღემდე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში (კარანტინი) განთავსებულ პირთა რაოდენობა, მათი კარანტინში მოხვედრის მიზეზების მიხედვით (საზღვრის კვეთა, ინფიცირებულთან სავარაუდო შემხებლობა და ა.შ);
3
საქართველოში დღემდე, პირის მიერ უზრუნველყოფილ სივრცეში (თვითიზოლაცია) განთავსებულ პირთა რაოდენობა, მათი თვითიზოლაციაში განთავსების გარემოებების მიხედვით ( ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალური ფაქტორები და სხვა).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი