განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
გაცნობებთ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პროგრამის - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის - ფარგლებში ახორციელებს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ადგილობრივი არქიტექტურის ყოვლისმომცველ ანალიზს. კვლევის მიზანია გამოკვეთოს თუ როგორ შეუძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სტრატეგიული დოკუმენტებისა და საჯარო პოლიტიკების დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ მდგრადი განვითარებ
2
იღებთ თუ არა მონაწილეობას მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ საბჭოში?
3
მიგიღიათ თუ არა აღნიშნულ საბჭოში მონაწილეობის შესახებ ოფიციალური წერილი?
4
გთხოვთ აღწერეთ თქვენი მუნიციპალიტეტის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში?
5
გაცნობიხართ თუ არა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტს?
6
იყენებთ თუ არა მდგრადი განვითრების მიზნებს თქვენი მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის დროს? თუ კი, გთხოვთ მოგვაწოდოთ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
7
იყენებთ თუ არა მდგრადი განვითრების მიზნებს მუნიციპალური ბიუჯეტის შედგენის პროცესში? თუ კი, გთხოვთ მოგვაწოდოთ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
8
გაქვთ თუ არა დანერგილი მუნიციპალური პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა? გთხოვთ ასეთის არსებობს შემთხვევაში გაგვიზიაროთ შესაბამისი მასალები.
9
გქონიათ თუ არა შეხვედრა სხვა მუნიციპალიტეტების ან არასამთვრობო და საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლებთან მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით? ასეთის შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ შეხვედრის მიზანი და შედეგები.
10
გთხოვთ გაგვიზიაროთ ის მუნიციპალური ნორმატიული აქტები, რომლებიც ხელს უწყობს თქვენი კომპეტენციების განხორციელების პარალელურად მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
11
გთხოვთ გაგვიზიაროთ მუნიციპალიტეტის ფარგლებში რა წარმოებული სტატისტიკა არსებობს, რომელსაც იყენებთ მუნიციპალური პოლიტიკის წარმოებისთვის.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი