განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის ბრძანებით №110/ნ დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების“ (შემდგომ-დებულების) შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები;
2
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურის (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების) მიმართ განხორციელდა დისციპლინური წარმოება დასაქმებულთა თანამდებობისა და დისციპლინური წარმოების შედეგების მითითებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ჩაშლილი თვეების მიხედვით);
3
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დასაქმებული რამდენი საჯარო მოსამსახურე (მათ შორის შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) გათავისუფლდა თანამდებობიდან 2017 წლის შემდგომ. დასაქმებულთა თანამდებობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის მითითებით (ჩაშლილი წლებისა და თვეების მიხედვით);
4
მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებულ პირთა დაშვების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 2020 წლის შემდგომ ( ჩაშლილი თვეების მიხედვით); შენიშვნა: წინამდებარე განცხადების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით არ ვითხოვთ ამ პუნქტებში მითითებული პირების პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც შესაძლებელია მათი იდენტიფიკაცია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი