განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2019 წელს გაწეული კაპიტალური ხაჯები (შენობა-ნაგებობების პროექტის შექმნა/მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობების რესტავრირება, ტექნიკური საშუალებების (კამერები, კომპიუტერები, ელექტრონული მოწყობილობები, განათებები, ხმის აპარატურა) შეძენა, ავტოსატრანსპორტო (მათ შორის სპეციალიზებული) საშუალებების შეძენა, მოცემულ პერიოდში შექმნილი პროგრამების და გადაცემების დეკორაციების დამზადების მომსახურების შესყიდვა);
2
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელში 2018-2019 წლებში (ცალ-ცალკე) დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა;
3
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თანამშრომლებზე 2018-2019 წლებში (ცალ-ცალკე) გაცემული ჯამური შრომის ანაზღაურება.
4
2018-2019 წლებში (ცალ-ცალკე) გარე წარმოების პროდუქციის ჩამონათვალი, მათში გადახდილი თანხისა და მიმწოდებლების მითითებით
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი