განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები 2015-2020 წწ. (თითოეული წელი ცალ-ცალკე).
2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უცხო ქვეყნების (გარდა აშშ-სი) ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები 2015-2020 წწ. (თითოეული წელი ცალ-ცალკე).
3
ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადარიცხული თანხების ოდენობა. (თითოეული კომპანიისთვის გადარიცხული თანხების ოდენობები ცალ-ცალკე წლების მითითებით).
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი