განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებზეც 2007 წელს გაიცა კავკასიური სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზია, (სატყეო უბნის, მოსაპოვებელი კავკასიური სოჭის გირჩის რაოდენობის ლიმიტის და ლიცენზიაში გადახდილი თანხის და ამ ლიცენზიის დღევანდელი მფლობელის (ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში) მითითებით);
2
2007 წელს გაცემული ლიცენზიებისათვის შესაბამისი კომპანიების მიერ ლიცენზიის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების (ქვითრები) ასლები.
3
კავკასიური სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების ჩამონათვალი 2020 წლის იანვრის მდგომარეობით (სატყეო უბნის, მოსაპოვებელი კავკასიური სოჭის გირჩის რაოდენობის ლიმიტის და ლიცენზიის მიღების/განახლების თარიღისა და მასში გადახდილი თანხის მითითებით);
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი