განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ააიპ “მედიააკადემიის” 2018 და 2019 წლების დამტკიცებული ბიუჯეტი და მათი შესრულების ანგარიშები ცალ-ცალკე და 2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი.
2
ააიპ “მედიააკადემიაში” დასაქმებული თანამშრომლების საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით
3
ააიპ “მედიააკადემიაში” დასაქმებულ თანამშრომლებზე 2018-2019 წლებში გაცემული ფულადი ჯილდოები და დანამატები.
4
ააიპ “მედიააკადემიაში” ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ ინფორმაცია (ხელშეკრულების საგნისა და ყოველთვიური ანაზღაურების მითითებით).
5
ააიპ “მედიააკადემიის” მიერ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წარდგენილი ანგარიშები.
6
ააიპ “მედიააკადემიის” 2018 და 2019 წლის რეკლამის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ცალ-ცალკე, დამზადებისა და განთავსების ადგილის მითითებით.
7
ააიპ “მედიააკადემიაში” მოქმედი “მედიალაბის”, “მედიაკრიტიკისა” და “მედიასკოლის” ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8
“მედიალაბის”, “მედიაკრიტიკისა” და “მედიასკოლის” ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი, თითოეულის დეტალური ხარჯების მითითებით, მათ შორის მოწვეული ექსპერტების ანაზღაურების ჩათვლით.
9
“მედიალაბის”, “მედიაკრიტიკისა” და “მედიასკოლის” პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ააიპ “მედიააკადემიასა” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის არსებული ოფიციალური მიმოწერის ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი