განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, მიმდინარე გამოძიების (რომელიც ეხება მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს) ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი მასალების ჩამონათვალი (მათ შორის გთხოვთ მიუთითოთ დღეის მდგომარეობით რომელია მიღებული და რომელი მოლოდინის რეჟიმში);
2
იმ შემთხვევაში თუ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებულია ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებას და მისი N18 დაწესებულებაში განთავსებას, გთხოვთ მოგვაწოდოთ აღნიშნული ვიდეომასალის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია, ცალკეული ეპიზოდების (N12 დაწესებულებიდან გამოყვანა და შესაბამის ტრანსპორტში მოთავსების ეპიზოდი, ტრანსპორტით გადაადგილების ეპიზოდი, ტრანსპორტიდან იძულებით გადაყვანის დაწყებამდე ეპიზოდ
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი