განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია სასამართლო სისტემის სტრატეგიის იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი აქტივობების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ::
1
საუკეთესო პოტენციალის მქონე კადრების დასაქმების ხელშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება (აქტივობა 3.1.1.1)
2
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა ადეკვატური სტიპენდიით უზრუნველყოფა (აქტივობა 3.1.1.2)
3
მსმენელთა შერჩევის კრიტერიუმების განახლება და პროცედურის დახვეწა (აქტივობა 3.2.1.2)
4
მსმენელების გასაუბრების პროცესის დახვეწა (მათ შორის კითხვების) (აქტივობა 3.2.1.4)
5
სამოსამართლო სწავლების სამაგისტრო კურსის (Judicial Studies) დანერგვის მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის ჩატარება (აქტივობა 3.2.1.5) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ კვლევის შედეგები
6
კვლევის შედეგების გათვალისწინებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (აქტივობა 3.2.2.2)
7
მსმენელთა სტაჟირების სისტემის დახვეწა (აქტივობა 3.2.2.3)
8
რეგიონებიდან მსმენელთა მოზიდვის მიზნით დისტანციური სწავლების განვითარება (აქტივობა 3.2.2.4) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დისტანციური სწავლების მოდულების პილოტურ რეჟიმში დანერგვის თაობაზე
9
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მენეჯმენტის, ადმინისტრირების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება (აქტივობა 3.2.4.5)
10
მოსამართლეთა და მოწვეული სპეციალისტების შერჩევის პროცესის გაუმჯობესება (აქტივობა 3.2.5.1)
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი