განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
ეთიკის მოქმედი წესებისა და პრაქტიკის ანალიზი (აქტივობა 2.1.2.1) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ ანალიზის შედეგად მომზადებული დოკუმენტი;
2
ეთიკის წესების განახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (2.1.2.2) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ განახლებული ეთიკის წესების პროექტი;
3
ეთიკის წესების კომენტარების მომზადება (აქტივობა 2.1.2.3);
4
განახლებული ეთიკის წესების დამტკიცება (აქტივობა 2.1.2.4)
5
მოსამართლეებისთვის გავრცელებულ დისციპლინარულ დარღვევებზე, გადაცდომებზე (კოლეგიის გადაწყვეტილებებზე) ზოგადად ანგარიშვალდებულების გარშემო ტრენინგების ორგანიზება (აქტივობა 2.2.1.3) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩატარებული ტრენინგების და ტრენინგში მონაწილე მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ
6
მოსამართლეთათვის კონფიდენციალური კონსულტაციის მექანიზმის შექმნა და დანერგვა (აქტივობა 2.2.1.4) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ, ევროსაბჭოს ექსპერტის მირიანა ვისენტინის მიერ 2019 წელს მომზადებული კვლევითი დოკუმენტი - „ევროპის საბჭოს სტანდარტების და ეროვნული პრაქტიკის ანალიზი მოსამართლეების კონფიდენციალური კონსულტირებისა და რჩევების მიწოდების მექანიზმების თაობაზე და საქართველოს მოსამართლეებისთვის კონსულტირებისა და რჩევების მიწოდების სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, ასევე ინფორმაცია საქა
7
დეკლარაციების შევსების ახალი ინსტრუქციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის გაცნობა მოსამართლეებთან, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით (აქტივობა 2.2.2.1)
8
კორუფციის აღქმისა და რისკების შეფასების ანალიზი საერთო სასამართლოების სისტემაში (აქტივობა 2.2.2.2)
9
კორუფციის აღმოფხვრის თაობაზე სასწავლო მოდულის დამუშავება და დანერგვა მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთათვის(აქტივობა 2.2.2.3)
10
დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შემუშავება და დანერგვა (აქტივობა 2.3.1.3)
11
საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება სამოსამართლო ეთიკის წესებზე, საჩივრის წარდგენის უფლებაზე ცნობიერების გასაზრდელად (აქტივობა 2.3.2.1)
12
საუკეთესო პოტენციალის მქონე კადრების დასაქმების ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება (აქტივობა 3.1.1.1)
13
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა ადეკვატური სტიპენდიით უზრუნველყოფა (აქტივობა 3.1.1.2)
14
მსმენელთა შერჩევის კრიტერიუმების განახლება და პროცედურის დახვეწა (აქტივობა 3.2.1.2)
15
მსმენელების გასაუბრების პროცესის დახვეწა (მათ შორის კითხვების) (აქტივობა 3.2.1.4)
16
სამოსამართლო სწავლების სამაგისტრო კურსის (Judicial Studies) დანერგვის მიზანშეწონილობის თაობაზე კვლევის ჩატარება (აქტივობა 3.2.1.5) - გთხოვთ, მოგვაწოდოთ კვლევის შედეგები
17
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, მენეჯმენტის, ადმინისტრირების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება (აქტივობა 3.2.4.5)
18
მოსამართლეთა და მოწვეული სპეციალისტების შერჩევის პროცესის გაუმჯობესება (აქტივობა 3.2.5.1)
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი