განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წელს გაწეული კაპიტალური ხაჯები
2
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის, მეორე არხისა და რადიოს ცალ-ცალკე გამოყოფით) საშტატო ნუსხა, ანაზღაურების მითითებით;
3
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის, მეორე არხისა და რადიოს ცალ-ცალკე გამოყოფით) შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და ანაზღაურება;
4
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს შეძენილი ფართის (მის: ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა #18) რეალიზააცით მიღებული შემოსავალი;
5
სსიპ საზოგადეობრივი მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაობთან დაკავშირებული ხარჯების ჩამონათვალი, თითოეულის მიზნობრიობის მითითებით;
6
2018-2019 წლის (ცალ-ცალკე) გადაცემების ჩამონათვალი თითოეულის ჯამური ბიუჯეტის მითითებით (მათ შორის გარე წარმოების პროექტები) საქართველოს პირველი არხის, მეორე არხისა და რადიოს გამოყოფით;
7
საქართველოს პირველი არხის 2018-2019 წლების (ცალ-ცალკე) საერთო რეიტინგი (ბაზრის წილი)
8
საქართველოს პირველი არხის გადაცემების 2018-2019 წლების (ცალ-ცალკე) რეიტინგები, ცალ-ცალკე
9
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის ფარგლებში დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისებისათვის მიმართული დაფინანსების რაოდენობა 2018-2019 წლებში და ასეთი დაფინანსების შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი