განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული საეჭვო გარიგებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
2
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული გარიგებების, რომელთა ღირებულება აღემატება 30000 ლარს, რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
3
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული საეჭვო გარიგებების - სადაც მონაწილეობას იღებდა ისეთი იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია შეუძლებელი იყო - რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
4
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული გარიგებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელთა ღირებულება აღემატება 30000 ლარს და სადაც მონაწილეობას იღებდა ისეთი იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია შეუძლებელი იყო.
5
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული გარიგებების, რომელთა ღირებულება აღემატება 30000 ლარს და სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ N 615 დადგენილებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ცალ-ცალკე დადგენილებაში მითითებული თითოეული ქვეყნის მიხედვით) დარეგისტრირებული კომპანიები
6
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2018-2021 წლებში (ცალ-ცალკე) განხორციელებული საეჭვო გარიგებების, სადაც მონაწილეობას იღებდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ N 615 დადგენილებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ცალ-ცალკე დადგენილებაში მითითებული თითოეული ქვეყნის მიხედვით) დარეგისტრირებული კომპანიები ან ასეთი კომპანიების მიერ საქართველო
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი