განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
3
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საკრებულოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში საკრებულოს მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საკრებულოს თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
7
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
8
2020 წელს საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
9
2021 წელს საკრებულოს აპარატში მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
10
2020 და 2021 წლებში (ცალ-ცალკე) გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა, გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
11
დღეის მდგომარეობით საკრებულოში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა (საკრებულოს წევრების ჩათვლით) და მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ თანამშრომელთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში;
12
2020-2021 წლებში საკრებულო წევრების მიერ (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) საკრებულოს სხდომების გაცდენების სტატისტიკა (მათ შორის რამდენი იყო საპატიო და რამდენი არასაპატიო მითითებით);
13
2020-2021 წლებში (ცალ-ცალკე), მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების ჩამონათვალი (მისი საბაზრო ღირებულების მითითებით) რომლების სახელმწიფოსთვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე საკრებულოს მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება;
14
2020-2021 წლებში (ცალ-ცალკე), მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების ჩამონათვალი (მისი საბაზრო ღირებულების მითითებით) რომლების სახელმწიფოსთვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე საკრებულოს მიერ მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება;
15
2020-2021 წლებში (ცალ-ცალკე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების ჩამონათვალი (მისი საბაზრო ღირებულების მითითებით), რომლების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე საკრებულოს მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება (ქონების მიმღების, პირობების და სარგებლობის ვადის მითითებით);
16
2020-2021 წლებში (ცალ-ცალკე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების ჩამონათვალი (მისი საბაზრო ღირებულების მითითებით), რომლების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე საკრებულოს მიერ მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება (ქონებით სარგებლობის უფლების მიღების მომთხოვნის, პირობების და სარგებლობის ვადის მითითებით);
17
გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ 2020 წლის ანგარიშები;
18
გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დამტკიცებული ბოლო სამოქმედო გეგმა და მისი ბიუჯეტი;
19
2020-2021 წლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში გამართული ტრენინგების შესახებ ინფორმაცია (ტრენინგის სახელწოდება, გამართვის თარიღი, დამსწრეთა რაოდენობა);
20
გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2020-2021 წლებში გამართული სხდომების ოქმების ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი