განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული ფულადი ჯილდოების და სახელფასო დანამატების (ცალ-ცალკე) ოდენობა თვეების მიხედვით;
2
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) საშტატო თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა ;
3
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) შტატგარეშე თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის (სარგო, ფულადი ჯილდო, სახელფასო დანამატი ცალ-ცალკე) გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა;
4
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ჩამონათვალი (სარესტორნო მომსახურების შემთხვევაში ღონისძიების დასახელების, ჩატარების დროის და ადგილის მითითებით);
5
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით;
6
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა თვეების მიხედვით; თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელის და გვარის მითითებით) გაცემული საწვავის ოდენობა და ღირებულება თვეების მიხედვით;
7
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟი და 100 კილომეტრზე საშუალო წვის მაჩვენებლები;
8
2020 წელს (სრული წელი) და 2021 წლის საწყის 6 თვეში (ცალ-ცალკე) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჩამონათვალი, შესყიდული საქონლის/მომსახურების დასახელების და მიმწოდებელი კომპანიის მითითებით;
9
2021 წელს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების ჩამონათვალი (ხარჯის მიზნობრიობა და თანხა);
10
დღეის მდგომარეობით მოქმედი საშტატო ნუსხა, განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების (კოეფიციენტების) მითითებით;
11
2020 და 2021 წლებში (ცალ-ცალკე) გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა, გათავისუფლების მიზეზების მიხედვით;
12
2021 წელს ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრი, სადაც ასახულია ხელშეკრულების საგნის და განსაზღვრული ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
13
2021 წელს მრჩევლის, ექპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
14
დღეის მდგომარეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ თანამშრომელთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში.
15
დღეის მდგომარეობით მოქმედი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების ჩამონათვალი, თითოეულში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის მითითებით;
16
დღეის მდგომარეობით მოქმედი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და შპს-ების საშტატო ნუსხები, თანამდებობრივი სარგოების მითითებით;
17
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების (ცალ-ცალკე) 2021 წლის შრომის ანაზღაურების ფონდის ოდენობა;
18
კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021 წელს დაფინანსებული ღონისძიებების ჩამონათვალი. ღონისძიების დასახელების/მიზნის და გაწეული ხარჯის მითითებით;
19
2019-2021 წლებში (ცალ-ცალკე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების/ქვეპროგრამების ჩამონათვალი, თითოეულზე დაგეგმილი და გაწეული ხარჯების და ბენეფიციართა ოდენობის მითითებით;
20
2019-2021 წლებში (ცალ-ცალკე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის/ქვეპორგრამის შედეგების შეფასების ინდიკატორები და მისი შესრულების მაჩვენებლები;
21
დღეის მდგომარეობით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მოქმედი სოციალური შეღავათების ჩამონათვალი და აღნიშნული შეღავათების ბენეფიციართა რაოდენობა;
22
2019-2021 წლებში (ცალ-ცალკე წლების მიხედვით) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები;
23
2019-2021 წლებში (ცალ-ცალკე) სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამონათვალი (ქონების საბაზრო ღირებულების, ქონების მიმღების, პირობების და სარგებლობის ვადის მითითებით);
24
2019-2021 წლებში პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზურფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა) მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი