განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც დაუდასტურდათ Covid-19;
2
2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, Covid-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკა შემდეგი მახასიათებლების მიხედვით (თითოეული გარდაცვლილის შემთხვევაში): • ასაკობრივი ჯგუფი • სქესი • თანხმლები დაავადებები • ინფიცირების დადასტურებიდან გარდაცვალებამდე პერიოდი (დღეების რაოდენობა) • რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა • გარდაცვალებამდე რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტის მოთავსების ხანგრძლივობა • გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა,
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი