განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წერილზე, თქვენი 2021 წლის 25 თებერვლის, №249 პასუხით, საბჭოს აპარატი იტყობინება, რომ დაწესებულება ფუნქციონირებს 2019 წლიდან და შესაბამისად, მის მიერ აქამდე შექმნილი დოკუმენტაცია დაარქივებას არ ექვემდებარება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საბჭოს ისტორიის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ „ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს“ ისტორია 1992, ხოლო „ეროვნული უშიშროების საბჭოსი“ კი 1995 წლიდან იწყება. საქ
1
ინფორმაცია (ტიპები, სახელობები, მოცულობა) აღნიშნული საარქივო დოკუმენტაციისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
2
საარქივო მასალების სახეობები, რომელიც მიიღო „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ 1992 წლიდან არსებული, ზემოაღნიშნული („ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო“ და „ეროვნული უშიშროების საბჭო“) ორაგნოებიდან.
3
აღნიშნულ საარქივო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულ არქივთან ნაწარმოები კომუნიკაციის ამსახველი ასლები.
4
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოგზავნილი წერილის მე-5; მე-6 და მე-7 პუნქტებთან დაკავშირებით თქვენს უწყებაში შემუშავებული შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი