განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით საქართველოში შემოსული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობა ვაქცინის დასახელების, დოზების რაოდენობებისა, შემოსვლის თარიღისა და მიღების ფორმის (შესყიდვა COVAX პლატფორმიდან, შესყიდვა მწარმოებელთან პირდაპირი შეთანხმების გზით, უსასყიდლოდ გადმოცემა და ა.შ.) მითითებით;
2
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად აცრილთა რაოდენობა (ვაქცინების დასახელების მიხედვით), 1 დოზის მიმღებთა და სრულად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობის მითითებით;
3
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 დოზით და სრულად ვაქცინირებულთა (ვაქცინების დასახელების მიხედვით) გადანაწილება ასაკობრივი ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით;
4
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დანაკარგები ვაქცინის დასახელების, დანაკარგის რაოდენობისა და შესაბამისი რეგიონების მიხედვით;
5
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 დოზით და სრულად ვაქცინირებულთა შორის Covid-19-ის დადასტურების შემთხვევები, მათი ასაკისა და შესაბამისი ვაქცინების დასახელების მითითებით;
6
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 დოზით და სრულად ვაქცინირებულთა შორის Covid-19-ის დადასტურების შემთხვევებში, ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა შესაბამისი ვაქცინების დასახელებისა და მდგომარეობის სიმძიმის მითითებით;
7
2021 წლის 20 ივლისის მდგომარეობით Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 დოზით და სრულად ვაქცინირებულთა შორის Covid-19-ის დადასტურების შემთხვევებში, გარდაცვლილ პირთა რაოდენობა, შესაბამისი ვაქცინების დასახელების მითითებით.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი