განცხადება
(საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით)
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
1
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“, რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ. პროექტის მიზანია, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, საჯარო და კერძო დიალოგის შესახებ ცნობიერების ამაღლება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ზოგად
2
მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (საკრებულოს დადგენილებები და განკარგულებები). გამოგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: დოკუმენტის დასახელება, დოკუმენტის ინიციატორი, ინიცირების თარიღი, მიღების თარიღი, დოკუმენტის ტიპი, დოკუმენტის სტატუსი, და არსებობის შემთხვევაში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია გთხოვთ მოგვაწოდოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული' . 'კოდექსით დადგენილ ვადებში. საქართველოს ზოგადი' . 'ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად გთხოვთ ის ინფორმაცია, რომელიც იწარმოება ელექტრონულად ან/და შესაძლებელია მისი ელექტრონულ'. 'ფორმატში გადაყვანა, მოგვაწოდოთ ელექტრონული დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე - foi@idfi.ge, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია ქსეროასლის სახით. გაცნობებთ,' . 'რომ ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მზად არის, გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს'. 'კანონით დადგენილი მოსაკრებელი.
პატივისცემით,
გიორგი კლდიაშვილი,
აღმასრულებელი დირექტორი